,,17 წლის წინანდელი ბრძანებულება, ინაუგურაციაზე, აბსოლუტურად დრომოჭმულია'' - ლაშა ჟვანია

17:15 12-05-2018
147

საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა, ლაშა ჟვანიამ, პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ 17 წლის წინანდელი ბრძანებულება არის დრომოჭმული და მისი აქტუალობა უკვე დაკარგულია.

მისივე თქმით, მთავრობამ უნდა მიიღოს ახალი ბრძანებულება და ამ ყველაფერს არ სჭირდება მთელი რიგი პროცედურები ვინაიდან , ეს არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი.

,,17 წლის წინანდელი ბრძანებულება აბსოლუტურად არის დრომოჭმული და მას თავისი აქტუალობა დაკარგული აქვს იმის გამო რომ მთელი რიგი კანონმდებლობა იქნა შეცვლილი სახელმწიფოს მიერ. ასეთ შემთხვევაში მთავრობამ უნდა მიიღოს ახალი ბრძანებულება.  

ბრძანებულება არ არის კანონი. ბრძანებულება არის ის ფორმა რომელიც განსაზღვრავს რაღაც ქმედებებს და არ არის კანონი, შესაბამისად ბრძანებულებას არ სჭირდება მთელი ის პროცედურები, რომ პარლამენტში იყო წარდგენილი. ეს არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი'',- განაცხადა ლაშა ჟვანიამ

ავტორი: სალომე ნეფარიძე