ბასა ფოცხიშვილი: "პრეზიდენტის ინაუგურაცია უნდა იყოს ღირსეული, დახვეწილი, გემოვნებიანი, ქართულიც და ევროპულიც"

18:47 12-05-2018
154

"პრეზიდენტის ინაუგურაცია უნდა იყოს ღირსეული, დახვეწილი, გემოვნებიანი, ქართულიც და ევროპულიც" - ამის შესახებ რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა განაცხადა. 

„ეს იქნება ჩემთვის უდიდესი პატივი და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ გავაკეთო პრეზიდენტის ინაუგურაცია და მადლიერი ვარ, რომ შემოქმედებით ჯგუფში მეც ვარ და ეს უნდა იყოს ღირსეული, დახვეწილი, გემოვნებიანი, ქართულიც და ევროპულიც ამავდროულად. საქართველო ყოველთვის ევროპის ნაწილად მიმაჩნდა და ამას დამტკიცება არც სჭირდება. ჩემს ყველა შესაძლებლობას პატივისცემით, მოწიწებით გამოვიყენებ და ვეცდები, გამოვიდეს კარგი ინაუგურაცია გამოვიდეს" - ამბობს რეჟისორი, რომელიც ერთ-ერთი მათგანი იქნება, ვინც ღონისძიების დაგეგმვაზე იზრუნებს.

ბასა ფოცხიშვილის თქმით, შემოქმედებით ჯგუფში შედიან: მხატვარი თამარ ფოცხიშვილი და რეჟისორი  ნიკოლოზ შველიძე.

"ძალიან დიდი ჯგუფი არის, რომელიც იმუშავებს, რადგან ბევრ ღონისძიებას მოიცავს და რთული გასაკეთებელია. ცალ-ცალკე სცენარები არ განიხილება, მუშაობა მიდის სხვადასხვა ღონისძიებაზე.. დღეს მივიღეთ ოფიციალური დასტური და დავიწყებთ მუშაობას“, – დასძინა რეჟისორმა.

მისივე თქმით, ადგილი, რომელიც ცერემონიისთვის შეარჩიეს ისტორიული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.

„თავისთავად, ადგილი, რომელზეც საუბარია, ეს არის ძალიან ისტორიული, მნიშვნელოვანი და სათუთი, ულამაზესი ადგილი. ვფიქრობ, თელავში ერეკლეს სასახლის ტერიტორიაზე ძალიან ლამაზი სანახაობა იქნება. რაც შეეხება მიღებას, მსჯელობა მიდის წინანდალზე და გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული“, – განაცხადა რეჟისორმა.

საქართველოს მომავალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.



ავტორი: