გიორგი კვირიკაშვილი ნიკა რურუას სახლში სამძიმარზე მივიდა (ვიდეო)

20:09 12-05-2018
873
თეგები: ნიკა რურუა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნიკა რურუას სახლში, მისასამძიმრებლად მივიდა.

"ნიკოლოზს ვიცნობ არაერთი ათეული წელია, ახალგაზრდობიდან და ძალიან გული დამწყდა მისი წასვლის გამო. ჩვენი ცხოვრების გზები გაიყარა, პოლიტიკურადაც სხვადასხვა გუნდში აღმოვჩნდით, მაგრამ როდესაც ადამიანი მიდის, პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა აქტუალობას კარგავს.

დიდი გულით მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს. გულდასაწყვეტია, რომ ამ ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან" - განაცხადა კვირიკაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრს, კულტურის ყოფილი მინისტრს ნიკა რურუას ხვალ დაკრძალავენ. 

მისი ცხედარი, ზანდუკელის ქუჩაზე, თავის სახლში გუშინ ნახეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სიკვდილის მიზეზად გულის შეტევა განიხილება.

 



ავტორი: