ნათია მეზვრიშვილის თქმით, მინისტრი მზადაა პარლამენტში მივიდეს

12:09 12-06-2018
64

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მზად არის, რომ პარლამენტის წინაშე წარსდგეს.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, აუცილებელია მოხდეს შეთანხმება ფორმატზე.

"მინისტრი პარლამენტში მოვა მაშინ, როცა დაგვიბარებენ. როგორც კი შეთანხმდება მოხდება ფორმატზე, დღეზე - სად მივდივართ, კომიტეტში მივდივართ თუ პლენარულ სესიაზე და ა.შ ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მზადყოფნას გამოვთქვამთ",- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას პარლამენტში საპარლამენტო ოპოზიცია იბარებს.

 

 

ირაკლი ვაჩიბერაძე