შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში, საპოლიციო რეგიონალური ჰაბის შესვლაზე საუბრობს.
მინისტრის მოადგილის თქმით, ეს იქნება მომსახურეობის ცენტრი, რომელიც 50-მდე საპოლიციო სერვისს გააერთიანებს.
"ამ შენობაში იქნება, დასავლეთ საქართველოს რეგიონალური საპოლიციო ჰაბი, სადაც სხვადასხვა საპოლიციო სერვისებს შევთავაზებთ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას, რითიც გარკვეულ წილად ადგილობრივების დასაქმებას შევუწყობთ ხელს. სხვადასხვა საპოლიციო სერვისები იქნება გაერთიანებული, როგორც მაგალითად თბილისში გვაქვს ერთიანი მომსახურეობის ცენტრი, სადაც 50-მდე საპოლიციო სერვისის მიწოდება ხდება მოსახლეობაზე."- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე