პარლამენტში, რეგალმენტის ახალ დოკუმენტს, ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აფასებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ახალი რეგლამენტით, პარლამენტი ბევრად უფრო დინამიური და საინტერესო იქნება.
ვიცე-სპიკერის თქმით, საკანონმდებლო პროცესი გახდება ბევრად უფრო ხარისხიანი, ვიდრე მანამდე და დღემდე იყო.
მესამე მოსმენით უკვე კომიტეტის ფორმატში მოვისმინეთ რეგლამენტში შესატანი ცვლილებები. ძალიან ბევრი სიახლეა ამ დოკუმენტში. ახალი წლიდან ველოდებით, ბევრად უფრო დინამიურ და საინტერესო პროცესებს საქართველოს პარლამენტში. ბევრად უფრო ხშირად მოვა პარლამენტში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და აქტიურად განვიხილავთ იმ საკითხებს, რომელიც საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი და საინტერესო. საკანონმდებლო პროცესი გახდება ბევრად უფრო ხარისხიანი, ვიდრე მანამდე და დღემდე იყო. ახალი რეგლამენტით გაიმართება პოლიტიკური დისკუსიები მთავრობის თანამონაწილეობით. პარლამენტის განვითარება ამ დოკუმენმა სხვა ეტაპზე უნდა გადაიყვანოს. ახლა მთავარია ის, რომ კოლეგებმა მაქსიმალურად გამოიტანონ ყველა ის შესაძლებლობა, რასაც ეს დოკუმენტი იძლევა, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ირაკლი ვაჩიბერაძე