საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია საბოლოოდ ვის ვიხილავთ მისი გუნდის შემადგენლობაში. თუმცა, ადასტურებს, რომ ერთ-ერთი, ვისზეც ფიქრობს, დიმიტრი გაბუნიაა.
„ის არის ერთ-ერთი, რომელსაც გავნიხილავ, თუმცა სანამ საბოლოოდ არ არის ჩემი გუნდის შემადგენლობა დადასტურებული, ნაადრევია იმაზე საუბარი თუ ვინ იქნება და ვინ არა მისი წევრი. არ ვმალავ, რომ დიმიტრი გაბუნია არის ერთ-ერთი, მაგრამ ძალიან რთული სიტუაციაა. ჯერ ადმინისტრაციის საბოლოო ფორმატიც არ ვიცით და ამიტომ თავს ვიკავებ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისგან, რომელიც მერე გადასახედი იქნება. მირჩევნია, როცა მივიღებ გადაწყვეტილებას, ეს იყოს საბოლოო,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.