ზესტაფონში საავტომობილო გზა ჩაინგრა

14:17 12-06-2018
100
თეგები: ზესტაფონი

ზესტაფონში, ჭანტურიას ქუჩაზე საავტომობილო გზა ჩაინგრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ზესტაფონის საკრებულოს წევრი და "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი გიგა გაბრიჭიძე ავრცელებს. 

"როგორც მოგეხსენებათ, ზესტაფონში ქერქული ნარჩენების უკანონო მოპოვებასთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება ანტიკორუფციულ სააგენტოში. როგორც ჩანს, გამოძიების მიმდინარეობა ხელს არ უშლის მერს და მის გარემოცვას ინტენსიურ რეჟიმში გააგრძელონ ჭანტურიას ქუჩისთვის ძირის გამოთხრა, რათა ამით აიძულონ ცენტრალური ხელისუფლება, რომ სასწრაფო წესით გაიცეს შესაბამისი ლიცენზია. საინტერესოა, რამდენ ხანს გაგრძელდება მერისგან ძირისგამომთხრელი საქმიანობა?!," - ამბობს გაბრიჭიძე. 

შეგახსენებთ, რომ ზესტაფონში, ჭანტურიას ქუჩაზე, ბაზრის ტერიტორიაზე საავტომობილო გზა არაერთხელ ჩაინგრა.

 

 

ირაკლი ვაჩიბერაძე