ზუგდიდში უფასო სასადილოს საკვებისთვის მერია 74 ათას ლარამდე დახარჯავს

14:43 12-06-2018
74

ზუგდიდში უფასო სასადილოს ბენეფიციარებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 73 ათას 765 ლარია. იგი მოიცავს პერიოდს მომავალი წლის სამი იანვრიდან 30 იანვრამდე, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.

მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ნინო სხულუხიას განმარტებით, ტენდერი პირველ ექვს თვეზე გამოაცხადეს. მისი ინფორმაციით, ახალი ბიუჯეტის პროექტით, შარშანდელი, 130 ათასი ლარი წელს იზრდება- 30 ათასი ლარით.

„რაღაცები შევცვალეთ მენიუში, ბენეფიციართა მოთხოვნის საფუძველზე. ყოველ წელს ვცდილობდით, რომ მენიუ მრავალფეროვანი ყოფილიყო. მაგალითად, წელს რძის ნაწარმის მოთხოვნა იყო და ყველი,არაჟანი დავამატეთ. ასევე ფუნთუშა, რადგან ტკბილი არ იყო არაფერი“, - ამბობს „პრაიმტაიმთან“ ნინო სხულუხია.

მენიუს თანახმად, კვების რაციონში შედის ხორცი მინიმუმ სამჯერ. ასევე, ლობიო, კვერცხი, ბორშჩი, თევზი, ფაფა, კატლეტი და ბარდის წვნიანი.

 

 

 

ავტორი: თეა შონია