რამდენიმე ხნის წინ, მოსკოვის პოლიციამ დაადასტურა, რომ მოზარდი, რომელიც სკოლაში, ცივი იარაღით მივიდა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა, სამართალდამცავებს ჩაბარდა.
საინფორმაციო სააგენტო «Москва»-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა, სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს და ამჟამად, ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეს იმყოფება.
ინციდენტი, ქ. მოსკოვის პრონსკაიას ქ-ზე მდებარე, 1359-ე საშუალო სკოლაში განხორციელდა. პოლიციელების ინფორმაციით, შემთხვევის დროს, არავინ დაშავებულა. 16 წლის მოზარდი, დანიელ გ., რომელიც მე-10 კლასის მოსწავლეა, დანის გამოყენებით, თვითმკვლელობით იმუქრებოდა. პოლიციელების მოლაპარაკების და დედის ძალისხმევით, მოზარდი, პოლიციას უვნებლად ჩაბარდა.
სავარაუდოდ, ინციდენტის მიზეზი, შესაძლებელია ცუდი ნიშანი ყოფილიყო, რის გამოც, მას, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, აღარ დაუშვებდნენ.