თენგიზ ფხალაძე: ნიკა რურუა იყო ადამიანი, რომელიც ცდილობდა ის ღირებულებები ბოლომდე დაეცვა, რომელსაც ემსახურებოდა

14:54 12-06-2018
69

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ  ვერის სასაფლაოს ეკლესიაში ნიკა რურუას ოჯახს მიუსამძიმრა. მისი თქმით, ნიკა რურუა იყო ადამიანი, რომელიც ცდილობდა ის ღირებულებები, რომელსაც ემსახურებოდა ბოლომდე დაეცვა.

პირველ რიგში, ვიტყვი რომ დიდი დანაკარგია ყველასთვის, ჩვენთვის, ჩვენი თაობისთვის და მომავალი თაობისთვის, იმიტომ რომ ნიკა იყო მაგალითი შემართების, პრინციპულობის. ადამიანი იყო, რომელიც ცდილობდა ის ღირებულებები, რომელსაც ემსახურებოდა ბოლომდე დაეცვა. ძალიან დიდი დანაკლისია და წარსულში ნიკაზე საუბარი ძნელია - განაცხადა ფხალაძემ.