ნებისმიერი საეჭვო ტრაექტორიით გადაადგილება იქნება აღკვეთილი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა ინაუგურაციის შესაძლო ხელის შეშლასთან დაკავშირებით.
რომელი პოლიტიკური სახელწოდების ქვეშაც არ უნდა მოიაზრებოდნენ საკუთარ თავს, კანონის დარღვევის ნებისმიერი მცდელობა კონსტიტუციის წინააღმდეგ, ნებისმიერი საეჭვო ტრაექტორიით გადაადგილება იქნება აღკვეთილი. საქართველოში კანონი იქნება დაცული. საზოგადოების უსაფრთხოება იქნება დაცული. ჩვენს ქვეყანაში ვერავინ მოახერხებს დაემუქროს სტაბილურობასა და სიმშვიდეს, -განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
იგი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნას, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს მოთხოვნა უსაფუძვლოა და ვერ იქნება დაკმაყოფილებული.
რაც შეეხება, ე.წ ვადამდელ მოთხოვნას, არავითარი სამართლებრივი, პოლიტიკური და არავითარი მორალური საფუძველი ამ მოთხოვნას არ გააჩნია. შესაბამისად, ეს მოთხოვნა ვერაფრით იქნება დაკმაყოფილებული,-აღნიშნა გაბუნიამ.