აბსოლუტრად ადეკვატური პასუხი იქნება თუ გრიგოლ ვაშაძე არ დაესწრება ინაუგურაციას. მითუმეტეს, ჩვენ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ,- ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობიაშია“ შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე ჟურნალისტების შეკითხვას, დაესწრებოდა თუ არა გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტის ინაუგურაციას.
ხელისუფლება და მის წარმომადგენლები, რომლებიც მხოლოდ დესტრუქციით არიან დაკავებულები, რომლებიც უარს ამბობენ ყოველგვარ საუბარზე, მოლაპარაკებაზე ჩიხიდან და კრიზისიდან გამოსვლასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ აბსოლუტრად ადეკვატური პასუხი იქნება თუ გრიგოლ ვაშაძე არ დაესწრება ინაუგურაციას. მითუმეტეს, ჩვენ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ. დესტრუქციულად,არაკონსტიტუციურად იქცევა ქართული ოცნება. ეს მათი სტანდარტი იყო 2012 წლიდან მოყოლებული და მალე დასრულდება ქვეყანაში,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.