"გუნდის შენებას ვიწყებთ, წევრები ორ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ - იყვნენ საკუთარ საქმეში კვალიფიციურები და კეთილსინდისიერები"- ალეკო ელისაშვილი

12:12 12-07-2018
223

გუნდის შენებას ვიწყებთ- ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის“ წევრმა, ალეკო ალისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეძებს ადამიანებს, რომლებიც ორ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ - იყვნენ საკუთარ საქმეში კვალიფიციურები და კეთილსინდისიერები.

„ბრიუსელიდან იყო კონტაქტი, აინტერესებდათ, ვინ იყო ადამიანი, რომელიც უფულოდ თბილისში მეორე ადგილზე გავიდა. რამდენჯერმე მე და ჩემი თანამოაზრეები ბრიუსელში ჩავედით, აქაც იყო დელეგაცია ჩამოსული და ევროპის დემოკრატიული მხარდაჭერის ფონდის თანადგომა მივიღეთ. ამ ეტაპზე ფილიალები თბილისში, ბათუმში და ქუთაისში გვექნება, ვმუშაობთ სხვა რეგიონებში ოფისების გახსნაზეც. რატომ ახლა? იმიტომ, რომ ყველა ხედავს, რომ ეს ქვეყანა იგლიჯება ორ პოლიტიკურ ძალას შორის დაპირისპირებით. ერთმანეთის მიმართ სიძულვილით ეს ძალები იმდენად გაერთნენ, რომ საერთოდ დაავიწყდათ ქვეყანა და ხალხი. ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რომ ჩვენ მზა გუნდით კი არ ვიწყებთ, არამედ, პირიქით, გუნდის შენებას ვიწყებთ. ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც ორ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ - იყვნენ საკუთარ საქმეში კვალიფიციურები და კეთილსინდისიერები. ცნობადი სახე იქნება თუ არა, საერთოდ არ მაინტერესებს, - განაცხადა ელისაშვილმა.