რამდენიმე ხნის წინ, ჟურნალ Hollywood Reporter-მა, ჰოლივუდის მსახიობის, მაიკლ დუგლასის, წარსული ისტორიის დეტალები გამოაქვეყნა.
ჟურნალის ინფორმაციით, მსახიობის ერთ-ერთი თანამშრომლი, ჟურნალისტი და მწერალი სიუზან ბროუდი, ვარსკვლავს, სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი ინფორმაციით, 80-იანი წლებში, ის დუგლასის კომპანიაში მუშაობდა. მისი განცხადებით, ვარსკვლავი, მას ნიუ-იორკში მდებარე ბინაში ეპატიჟებოდაა და ამავე დროს, მის წინაშე, სამუშაო პროცესის დროს, მასტურბაციას ეწეოდა. ბროუდი აცხადებს, რომ ეს ამბავი პოლიციას არ აცნობა, რადგან ფიქრობდა, რომ ეს, კანონის დარღვევა არ იყო.
აღვშფოთდი, როცა გავიგე, რომ Hollywood Reporter-მა, ამ საკითხზე, გამოძიება დაიწყო. ამ პერიოდში, ცნობილი ვარსკვლავებს, ხშირად ადანაშაულებენ, სხვადასხვა გარემოებებში. გამოდის, რომ ის ქალბატონები, ვისთანაც 30 წელი ვმუშაობდი, ათასნაირ ბინძურ ისტორიას მოიგონებენ ჩემი ცხოვრებიდან და საზოგადოების წინაშე გაავრცელებენ. არასდროს, არავის არ დაუდანაშაულებივარ, ამ საკითხში - ამბობს დუგლასი.
მსახიობმა, ასევე აღნიშნა, რომ ეს წარსული ისტორიაა. მას არანაირი კავშირი არა აქვს, ინ თემასთან, რასაც სიუზანი ავრცელებს - რაც იმას ნიშნავს, რომ ამ საკითხზე, ნერვიულობას არ ვაპირებ.
თუ მას, ეს თემა, ამდენი ხნის განმავლობაში, ასე ძალიან აწუხებდა, ადრე რატომ არ განაცხადა, ან ჩემთან რატომ არ მოვიდა და არ დამელაპარაკა - ამბობს განრისხებული მაიკლი.
ამის შესახებ, მსახიობმა რადიო TBD-ს ეთერში ისაუბრა.
იხ. ფოტოები: