მაშველებმა, წყლის ბიდონში გაჭედილი ორი წლის ბავშვი გაათავისუფლეს (ვიდეორგოლი)

15:40 12-07-2018
1626

ბაშკირეთის დედაქალაქის უფას ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა, მაშველებს დახმარებისთვის მიმართა, რადგან მისი პატარა შვილი, თამაშის დროს, წლის ბიდონში  ჩავიდა, გაიჭედა და ამოსვლა ვეღარ შესძლო. 

საინფორმაციო წყარო vesti.ru-ს ინფორმაციით, ინციდენტი, 6 დეკემბერს მოხდა, როცა 2 წლის გოგონა, თამაშის დროს, წლის ბიდონში ჩაძვრა და უკან ამოსვლა ვეღარ შესძლო. დედამ, პატარას ამოყვანა ვერ მოახერხა და სამაშველო ბრიგადა გამოიძახა. ბავშვი, მუხლებით აწვებოდა ბიდონის კედლებს და ამის გამო, ვერ ახერხებდა ამოსვლას.

სამოქალაქო დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა, ბავშვის დაწყნარება და გართობა, რაციის საშუალებით გადაწყვიტეს. საბოლოოდ, მაშველებმა პატარა, ბიდონიდან მშვიდობით ამოყვანეს. საბედნიეროდ, ბიდონთან თამაშმა, ტრაგედიის გარეშე ჩაიარა. 

იხ. ვიდეორგოლი და ფოტოები:

  



ავტორი: რუსა ღვანიძე