სკანდალი! "ლიოშამდე, სხვა მამაკაცი არ მყოლია" - გუფის შეყვარებულმა განაცხადა, რომ სექსის დროს, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა .

17:06 12-07-2018
7534

რამდენიმე ხანია, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალი ქეთა თოფურია და გუფი, ერთმანეთს დაშორდნენ, მიზეზი - რეპერის ახალი შეყვარებული, 18 წლის ეკატერინბურგელი მოდელი, იანა შევცოვაა

2 დღის წინ, გუფიმ, ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, სადაც ახალი შეყვარებული, იანა მოიხსენია და მას კადრში მიმართა: 

იანა, თუკი შენ ეს ყველაფერი გესმის, ან ამას როდესმე ნახავ, წადი შენი...! მე ქეთას, შენს გამო, არ დავშორებულვარ. 

შეგახსენებთ, რომ იანამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ გუფისგან ფეხმძიმედ არის და აბორტის გაკეთებას გეგმავს.

რამდენიმე ხნის შემდეგ კი, იანას ფოტო გამოქვეყნდა, რომელსაც ახალი ტატუ ამშვენებდა -  მარცხენა ხელზე წარწერა:ალექსი სერგის ძე დოლმატოვი.

ამის შემდეგ, მან პორტალ სტარჰიტს ინტერვიუ მისცა, სადაც რეპერთან, სექსუალური ცხოვრების დეტალებზე ისაუბრა,

გულახდილად გეტყვით, რომ ის, მხოლოდ საწოლში მომწონდა, მხოლოდ სექსის გამო მინდოდა მასთან ურთიერთობა. მას, ძალიან კარგი ენა აქვს და იცის, ქალს, როგორ უნდა ასიამოვნოს - ამბობს იანა.

 გავრცელებული ინფორმაციით, იანა ქალიშვილი იყო!

სააგენტო peopletalk-ის ინფორმაციით, ცნობილი გახდა, გავრცელებული სკანდალის ახალი გარემოებები. გოგონამ აღიარა, რომ გუფთან სექსის დროს, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მას შემდეგ, რაც ძლიერი ალკოჰოლური სასმელი მივიღე, ჩამეძინა. დილით გამეღვიძა და შევნიშნე, რომ ზეწარი, სისხლით იყი დასვრილი. როცა გუფს ვკითხე, ეს რა არის მეთქი, მან მიპასუხა: რა, არ გახსოვს?. ლიოშამდე, სხვა მამაკაცი, არ მყოლია. მან, ამ შემთხვევით ისარგებლა და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი წამართვა. ის მპირდებოდა, ფიცს დებდა, რომ მუდამ ჩემთან ერთად იქნებოდა! -  მართალც იყო ჩემთან, მხოლოდ იმ დრომდე, სანამ 18 წელი შემისრულდებოდა - ამბობს იანა. 

იხ. ფოტოები:  

 

ავტორი: რუსა ღვანიძე