"ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ განცხადებას განმარტავს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც "პრაიმტაიმი" უცვლელად გთავაზობთ:
"დემოკრატიის დასაცავად ჩვენს ქვეყანაში საჭიროა ფართო გაერთიანება. პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოებრივი ჯგუფების და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი ზეწოლა ივანიშვილზე. ნებისმიერი აქციის მოთხოვნები, შესაბამისად, უნდა იყოს: 1. გამაერთიანებელი; 2. შედეგზე ორიენტირებული; 3. არ უნდა აფრთხობდეს ჩვენს დასავლელ მეგობრებს; 4. არ უნდა შეყავდეს სიტუაცია ჩიხში. სალომე ზურაბიშვილის არალეგიტიმურობის გზავნილი და გრიგოლ ვაშაძის გამოცხადება საქართველოს პრეზიდენტად, არ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს. მსგავსი გზავნილები იყო კვირას გამართულ აქციაზე. მიმაჩნია, რომ საპარლამენტო არჩევნების სისტემის შეცვლა პროპორციულ წესზე გადასვლასთან დაკავშირებით, ამის შემდგომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, არის სწორი მოთხოვნა. ისიც, რაც საბოლოოდ ივანიშვილის და ერთპარტიული მმართველობის დამარცხებას სჭირდება ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ინაუგურაციის დღეს დაგეგმილი აქციის გზავნილები მნიშვნელოვანი იქნება ამ ფართო ოპოზიციური ერთიანობის უზრუნველსაყოფად. ინაუგურაციის პარალელურმა აქციამ არ უნდა შექმნას 'ალტერნატიულ რეალობაში' არსებობის აღქმა. ეს გახლავთ ჩემი პოზიცია, მათთვის, ვინც დამატებით განმარტება მთხოვა",- ვკითხულობთ სამადაშვილის "ფეისბუქ" გვერდზე
მე პირადად, აღარ ვაპირებ არანაირ აქციაში მონაწილეობის მიღებას, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, - ამის შესახებ გუშინ დეპუტატმა საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე დაწერა.