ნინო ლომჯარია ფინანსთა მინისტრს ომეგა ჯგუფის საქმესთან დაკავშირებით მიმართავს

16:33 12-08-2018
67

საქართველოს სახალხო დამცველი ფინანსთა მინისტრს ომეგა ჯგუფის საქმესთან დაკავშირებით მიმართავს.

ნინო ლომჯარიას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო კანონმდებლობას არღვევს, რაც საწარმოს უზღუდავს უფლებას, დადგენილი წესით განიხილოს მისი განცხადება საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველი ვანო მაჭავარიანს მოუწოდებს, რომ ომეგა ჯგუფის დავალიანებასთან დაკავშირებით, მოიწვიოს სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის სხდომა.

ომეგა ჯგუფის საწარმო კვლავ გაჩერებულია და 1500-მდე პირი სამსახურის გარეშეა დარჩენილი. ომეგა ჯგუფი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და მის კონტრაქტორ კომპანიას - სიქფა სიქურითი სოლუშენს ჯორჯიას, უჩივის.

ომეგა ჯგუფი მოითხოვს, შეწყდეს კომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო ქმედებები და დაუყოვნებლივ გაიცეს აქციზური მარკები, რათა საწარმომ მუშაობა გააგრძელოს.