საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი 9 დეკემბერს, ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში, თბილისის მერიისა და შოკოლატერია "არტიზანის" მხარდაჭერით, შოკოლადის ფესტივალს გამართავს.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება როგორც საქართველოში წარმოებული, ასევე, სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული შოკოლადის მრავალფეროვნება, ადგილზე მომზადებული ცხელი შოკოლადი და შოკოლადის შადრევანი.
ბოტანიკური ბაღის უზარმაზარი ნაძვის ხე და სპეციალურად მოწვეული სანტა კლაუსები კი ფესტივალს ნამდვილ საახალწლო დღესასწაულად გადააქცევენ.
ღონისძიება 12:00-დან დაიწყება და 18:00 სთ-ზე, ნაძვის ხის საზეიმოდ განათებით დასრულდება.