ქალბატონ სალომეს ხმები არ მოუპარავს - პატრიარქი

18:48 12-09-2018
2590
თეგები: პატრიარქი

კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დღეს სამებაში ქადაგებისას საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ახლადარჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხმები არ მოუპარავს. 

აი ეს პერიოდი, რომელიც ჩვენ განვლეთ, პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით, ეს იყო გამოცდა ჩვენი ერისა და ჩვენმა ერმა გამოავლინა ბევრი უარყოფითი მხარე. ეს ძალიან საწყენია. ძალიან ხშირად ისმოდა ასეთი სიტყვებიც, რომ მოიპარეს ხმები. ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს, ისევ ჩვენ არ მოვიპარეთ? ისევ ჩვენი ნაკლია. არჩევნების დროს ერთი ხმითაც მეტი რომ იყოს, უკვე ადამიანი გამარჯვებულია. ამიტომ მე მინდა ვთხოვო ყველას, მთავრობის წარმომადგენლებს, ოპოზიციას, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი, ღმერთი არის სიყვარული და ეს სიყვარული, ეს სიკეთე, რომელსაც თქვენ გამოიჩენთ, ისევ თქვენ დაგიბრუნდებათ. ურთიერთ სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი.

დარმუნებული ვარ, ჩვენი ერი არ დაეცემა ისე, რომ შური იძიოს ან ცუდი გაუკეთოს ერთამენთს. ისევ სიკეთე, ისევ სიყვარული, ისევ სიმშვიდე უნდა სუფევდეს ჩვენში.

მომავალ კვირას არის ინაუგურაცია პრეზიდენტის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ხალხი ღირსეულად შეხვდება ამ ზეიმს. პირველი შემთხვევაა, როცა ქალი არის არჩეული, ქალბატონი არის არჩეული პრეზიდენტად. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ.

არქიმანდრიტი გაბრიელი ღურწკაია, რომელიც მოღვაწეობს დასავლეთ ევროპის ეპარქიაში, დფღეს დაჯილდოებულია მეორე ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!, - ბრძანა პატრიარქმა. 

 

ნიკოლოზ ესიტაშვილი