პურ-პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის თქმით, ფასის მომატება ფქვილის ღირებულების გაზრდამ გამოიწვია. ერთი ტომარა ფქვილის ღირებულებამ კი 47-50 ლარს მიაღწია.
„ფქვილის ღირებულება აგვისტოს თვიდან 30 პროცენტით გაიზარდა . ზაფხულში ფასი 45-46 ლარის ნიშნულზე იყო გაჩერებული. როდესაც ფასმა 44 ლარს მიაღწია მეფქვილეები აცხადებდნე რომ ეს იყო კრიტიკული ზღვარი. პურის ძირითადი ნედლეული ფქვილია. ფასის წარმოქმნაში 65 პრეოცენტით სწორედ ფქვილი მონაწილეობას. გარდა ამისა ფასის გაძვირება ასევე გამოიწვია ახალმა რეგულაციამ, რომლის მიხედვითაც პური ქაღალდის პარკში უნდა იყოს მოთავსებული, ქაღალდის პარკი კი ჩვენთან ძვირი სიამოვნებაა. რაც შეეხება ფქვილის გაძვირიებას, ერთ-ერთ მიზეზად მსოფლიო ბაზრის ფასები სახელდება“, -აცხადებს მალხაზ დოლიძე "პრაიმტაიმთან".