ამერიკელმა სპეციალისტებმა ქართულ სუნელებში ტყვიას მიაგნეს - მომწამვლელი ნივთიერება საქართველოდან აშშ-ში

13:58 12-10-2018
331

ნიუ-იორკში, ადამიანის მომწამვლელ ტყვიას, დიდი ხანია წარმატებით ებრძვიან. ჯერ კიდევ პრობლემად რჩება, ტყვიის შემცველი ძველი საღებავი, რომელიც ბევრ საცხოვრებელ სახლშია შემორჩენილი.

ყველა მცირეწლოვანი ბავშვისთვის, რეგულარული სისხლის ანალიზები, სავალდებულოა.

საინფპრმაციო სააგენტო rustavi2-ის წყაროს ცნობით, სწორედ, გეგმიური შემოწმებებით მიაგნეს ტყვიას ქართულ სუნელებში, ამერიკელმა სპეციალისტებმა. 

ჩამონათვალში მოხვდა ყვითელი ყვავილი, სვანური მარილი, ხმელი სუნელი, ცხარე წიწაკა, აჯიკა და საცივის სუნელი. მაგრამ დასადგენია, სად იყო შეძენილი, ის სუნელები, რომლებშიც ტყვია იპოვეს.

ერთ-ერთმა პირველმა, განგაში ექიმმა, მაიკლ ჰანანმა ატეხა. ის, ადრე საქართველოში ცხოვრობდა და ქართული კარგად იცის. ნიუ-იორკში, მისი თქმით, ათასამდე ქართველი ბავშვის ექიმია. ექიმი ჰანანის პაციენტი იყო, ის ქართველი ბავშვი, რომლის სისხლის ანალიზსაც, სუნელების კვლევა მოჰყვა. 

ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ექსპერტი, პარომიტა ჰორი ამბობს, რომ ქართულ სუნელებს, რეგულარულად ამოწმებენ. 

ცნობილია, რომ საქართველოში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თბილისის ერთ-ერთ საწარმოში აღმოაჩინა, რომ ცხარე წიწაკის დამზადებისას, მცენარეებს და საღებავებს, მათ შორის, არასაკვები დანიშნულების, აზო საღებავს სუდან-1-ს იყენებდა. 

მეცნიერი, რობერტა ვაითი ამბობს, რომ თუ ადამიანის ორგანიზმში, ტყვიის შემცველობა, ხანგრძლივად მაღალია, მაშინ ის ძვლებში გადაინაცვლებს.

საქართველოში კი, ამ საკითხის კვლევა, ჯერ მხოლოდ ახლა იწყება, რომ დადგინდეს, რა არის ტყვიის მთავარი წყარო. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, თბილისში ჰაერში ტყვია ვერ იპოვეს, ნავთობის იმპორტიორები ამტკიცებენ, რომ საქართველოში, არც ტყვიის შემცველი საწვავი შემოდის. 

შეგეხსენებთ, რომ ტყვიის მაღალი შემცველობის სანელებლებით მომზადებული საკვების მიღებამმ შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები. ზოგიერთი საკვები, შეიძლება შეიცავდეს ტყვიას, მაგრამ ის არ იყოს დასახელებული, როგორც ინგრედიენტი. სავარაუდოა, რომ საქართველოში ნაყიდ ან იქიდან ჩამოტანილ სანელებლებს ექნება ტყვიის იმაზე მაღალი შემცველობა, ვიდრე აშშ-ს მაღაზიებში ნაყიდ სანელებლებს.  ბავშვები ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან. ტყვიამ შეიძლება წარმოქმნას სწავლასთან და ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები. მან შეიძლება გაზარდოს, სისხლის მაღალი წნევის, ღვიძლის დაავადების რისკი, დააზიანოს ნერვული სისტემა და წარმოშვას, რეპროდუქციული პრობლემები მოზრდილებში.

ავტორი: რუსა ღვანიძე