გიორგი კანდელაკი იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციას ხელისუფლების მიერ მართულს უწოდებს

14:51 12-10-2018
156

ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი ფიქრობს, რომ იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქცია ხელოვნურია და ის ხელისუფლებასთან შეთანხმებით იმართება. 

დღეს საზოგადოება მოწმეა სახელმწიფო დაწესებულების ბლოკირებისა, რაც არის კანონდარღვევა. რეალობა რაც ეს არის ხელისუფლებასთან შეთანხმებული მოქმედება.  ამ ყველაფერი სჩადის ქართული ოცნაბა იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეცდომაში შეიყვანოს თუნდაც საზოგადოების ნაწილი, რომ ის ექსტრემისტული დაჯგუფება, რომელიც დღეს სჩადის ამ კანონდარღვევას არის ოპოზიცია. ივანიშვილს სურს ყავდეს მართული ოპოზიცია ინისათვის რომ ეს პროეუსული ოპოზიცია გამოიყენოს პროსდასავლური ოპოზიციის წინააღმდეგ. მთელმა საზოგადოებამ ამ არჩევნებზე იხილეთ, რომ ქართული ოცნება და ეს პრორუსული ექსტრემისტული დაჯგუფება არის ერთი და იგი ე და მეტიც ეს ადამიანები წარმოადგენენ ქართული ოცნების სახეს დღეს, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.