ჰოლივუდის ვარსკვლავი ფრანგი მსახიობი, ვენსან კასელი და 27 წლის იტალიურ-აფრიკული წარმომავლობის მოდელი, ტინა კუნაკი, 2018 წლის 24 აგვისტოს, ოფიციალურად დაქორწინდნენ.
ამ ინფორმაციამ, წყვილის თაყვანისმცემლების მხრიდან, ნამდვილი სკანდალი გამოიწვია. შეყვარებულები, დიდი ხნის განმავლობაში, ქორწინების თარიღს, არ ასაჯაროვებდნენ. ფოტოგრაფებს, მხოლოდ ცერემონიის დღეს, მისცეს უფლება ქორწილის დღის გადაღების.
რამდენიმე დღის წინ კი, ტინამ, ინსტაგრამზე აქამდე უცნობი, ქორწილის ფოტოები გამოაქვეყნა.
კასელის და კუნაკის ახალმა ფოტოებმა, საზოგადოების ყურადღება მიიქცია - შეყვარებული წყვილი, ბედნიერად გამოიყურება. პატარძლის გარეგნობამ და საქორწინო კაბამ კი, პუბლიკის მოწონება დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ ტინა კუნაკი, ესპანური სააგენტოს - MADMODELS-ის მოდელია. თავდაპირველად, ეგზოტიკური სილამაზის ტინა, საზოგადოებამ, ფრანგი რეპერის, Kalash-ის კლიპით გაიცნო.
იხ. ფოტოები და ვიდეორგოლი: