ფაქტზე, რაც მოხდა ზუგდიდში, განათლების მინისტრი უნდა გადამდგარიყო - სერგო რატიანი

15:05 12-10-2018
81

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი სერგო რატიანი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმცირესობა ითხოვს, განათლების მინისტრი ზუგდიდში, მეექვსე სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, პარლამენტში უნდა მივიდეს და კითხვებს უპასუხოს.

დეპუტატი თვლის, რომ ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე განათლების მინისტრი უნდა გადამდგარიყო. 

"დღეს ჩვენ დავარეგისტრირებთ წერილს, რომლითაც მივმართავთ განათლების მინისტრის, რომ მოვიდეს პარლამენტში და შეხვდეს უმცირესობას. საქმე ეხება ზუგდიდის მეექვსე სკოლაში მომხდარ ფაქტს. განათლების მინისტრმა უნდა გასცეს კითხვებს პასუხი, რომელიც არის საზოგადოებაში. მაღალი ალბათობით, მოხდა პოლიტიკური ნიშნით დევნა. პასუხი უნდა გაეცეს კითხვებს, თუ რატომ იყო აუცილებელი რვა ნოემბერს მინისტრის დაეწერა ბრძანება, რომლითაც შევიდნენ ინსპექტირებაზე ამ აკოლაში მაშინ, როდესაც დღემდე ფაქტობრივად არ არის გამოძიებული აუდიტის სამსახურის მიერ იგივე ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია და ჩვენ საპარლამენტო კიმისია ვითხოვდით აუდიტის სამსახურის უფროსის გადადგომას. ფაქტზე, რაც მოხდა ზუგდიდში, ვფიქრობ, რომ განათლების მინისტრი უნდა გადამდგარიყო", - აცხადებს რატიანი. 

 

თორნიკე ხურციძე