ნაკრძალის "ელის სპრინგსის" ბინადარი, ცნობილი "ათლეტი", კენგურუ როჯერი მოკვდა

18:01 12-10-2018
484

ავსტრალიაში, ელის სპრინგსის ნაკრძალში, ბინადარი კენგურუ როჯერი, 12 წლის ასაკში, სიბერისგან გარდაიცვალა. ეს, ის ადგილია, სადაც კენგურუმ სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. როჯერი მსოფლიომ, მისი განსაკუთრებული გარეგნობის და ძლიერი კუნთების წყალობით გაიცნო. 

ნაკრძალის ბინადარი, ინტერნეტ მომხმარებლებმა, 2015 წლიდან გაიცნო. როცა როჯერი, ნაკრძალის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, კრის ბარნსმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა. მას შემდეგ, როჯერი უამრავი ადამიანის, მთავარი სიმბოლო გახდა.

შეგახსენებთ, რომ კენგურუ, 2006 წელს მკვდარი დედის ჩანთაში იპოვნეს, რომელიც მანქანამ გაიტანა. გამოზარდეს და ასეთი უჩვეულო ძალის პატრონი კენგურუ დადგა.

ის ძალიან პატარა იყო, როცა მე, მკვდარი დედის ჩანთიდან ამოვიყვანე და გადავარჩინე - ამბობს ნაკრძალის ერთ-ერთი თანამშრომელი კრის ბარნსი.

როჯერსი, უჩვეულოდ მაღალი გაიზარდა. სიკვდილამდე, მისი სიმაღლე 2 მეტრს აღწევდა, ხოლო წონა - 89 კილოგრამი იყო.  

როჯერი ავსტრალიაში, ელის სპრინგსის ნაკრძალის ბინადარი, მალე ნამდვილი სელებრითი გახდა. კრისმა, გამოზარდა პატარა როჯერი და მალე, უჩვეულო ძალის პატრონი, ათლეტი კენგურუ დადგა.

როჯერს, ათლეტური აგებულების წყალობით, თავისუფლად შეეძლო, ერთდროულად წაექცია რამდენიმე კენგურუ და ადამიანები. ის, ასევე თავისუფლად ჭეჭყავდა ნაკრძალის ინვენტარს - სათლებს, ტაშტებს და ცხოველების საკვებ ჭურჭელს.  როჯერი, ხელოვნურ პირობებში გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ კენგურუები საშუალოდ, 15 წელს ცოცხლობენ და სრულყოფილ განვითარებას, სიცოცხლის ბოლო პერიოდში აღწევენ.

ცნობილი ათლეტი, კენგურუ როჯერი, ნაკრძალის ტერიტორიაზე დაასაფლავეს. 

 

იხ. ფოტოები:

  

  

 

ავტორი: რუსა ღვანიძე