"ზოგი ღია კარს ეჯაჯგურება, ზოგი რაღაც სკანდალურ განცხადებებს აკეთებს. ეს წლის ბოლოსთვის დამახასიათებელია"- გია ვოლსკი

18:13 12-10-2018
69
თეგები: გია ვოლსკი

ოპოზიცია ცდილობს, პოლიტიკურ ველზე აქტიური პოზიციით დარჩეს,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი „გაერთიანებული ოპოზიციის“ მოთხოვნას, რომ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაცია გაუუქმდეს.

გია ვოლსკის განმარტებით, ნელ-ნელა ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება.

„ოპოზიცია რასაც ითხოვს და რისი სურვილიც აქვს, არის ის, რომ პოლიტიკურ ველზე აქტიური პოზიციით შერჩეს. უამრავი სხვა ახალი ძალა გამოჩნდა, რომლებიც ისეთ ფასეულობებს იცავენ, რომელსაც დაცვა არ სჭირდება. ზოგი ღია კარს ეჯაჯგურება, ზოგი რაღაც სკანდალურ განცხადებებს აკეთებს. ეს წლის ბოლოსთვის დამახასიათებელია. ნელ-ნელა ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება, წამოძახილებსა და წამოყვირებებს ყურადღება არ მივაქციოთ“, - გამაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტების დადასტურების შემთვევაში, საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლი დაირღვა, რაც საფუძველია კანდიდატის რეგისტრაციის მოთხოვნის ლეგიტიმურობის.