გაუგებრობა გაირკვა მაშინ, როდესაც ჯონ ბოლტონი იყო ჩამოსული - აკაკი ზოიძე აშშ-ის ელჩის შესაძლო დაბლოკვაზე

12:02 12-11-2018
182

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ Foreign Policy-ს ინფორმაცია, საქართველოს მიერ აშშ-ის ელჩად ამერიკელი დიპლომატის ბრიჯიტ ბრინქის კანდიდატურის დაბლოკვის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.

"ცოტა არასერიოზულია ამაზე საუბარი. მგონი გაუგებრობა გაირკვა მაშინ, როდესაც ჯონ ბოლტონი იყო ჩამოსული და საკმაოდ მკაფიო კომენტარი გააკეთა.მე სხვა იბფორმაციას არ ვფლობ", - განაცხადა აკაკი ზოიძემ. 

როგორც ამერიკული გამოცემა Foreign Policy ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, საქართველოს მთავრობამ აშშ-ის ელჩად ამერიკელი დიპლომატის ბრიჯიტ ბრინქის კანდიდატურა დაბლოკა, რადგან საქართველოს მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ზედმეტად კეთილგანწყობილია. მედიასაშუალებას მოქმედმა და ყოფილმა მაღალი თანამდებობის პირებმა ვაშინგტონში უთხრეს, რომ საქართველომ მიანიშნა, რომ ბრინქის კანდიდატურის დანიშვნის შესახებ დიპლომატიურ შეთანხმებას ხელს არ მოაწერდა.

 

გამოცემა Foreign Policy-სთან მრავალმა ამერიკულმა და ქართულმა წყარომ ივარაუდა, რომ ბრიჯიტ ბრინქის კანდიდატურის დაბლოკვის გადაწყვეტილების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას, თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, ამ ბრალდების დამოუკიდებლად დადასტურება რთულია.