„მხოლოდ ქართულის“ მეორე ლაივკონცერტზე გიორგი ნარმანიამ ის სიმღერა შეასრულა, რომლითაც თავის დროზე ხელი სთხოვა საყვარელ ადამიანს და რომლითაც სოციალური ქსელი დაიპყრო. თუმცა სიმღერის ახალ ვერსიას და კონკურსანტის ნამღერს მაყურებლის ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. უკმაყოფილი იყო თავად ჟიურიც და აჭნიშნავდა, რომ მაღალი ქულა მხოლოდ იმიტომ დაწერა, რომ გიორგის შესაძლებლობები უფრო დიდია, ვიდრე აქ გამოჩნდა.
თავად კონკურსანტმა კი სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა.
„მოგესალმებით, მეგობრებო! პირველ რიგში მადლობ ყველას მხარდაჭერისთვის, დაფასებისთვის, სითბოსთვის. მინდა გავამახვილო ყურადღება გუშინდელ ჩემს გამოსვლაზე. როდესაც ტონალურად დაბალია სიმღერა, მანდ შეზღუდული ხარ ყველანაირად, ხასიათჲთაც, სისუფთავეზე საუბარიი არ მაქვს!!! დაბალი რატომ ვახსეეენე?!!! როდესაც რეგისტრიი მაღალი აქვს მომღერალს და მღერის რამდენიმე ტონით დაბლა, აი მანდ უკვე კრიტიკის საგანი ხდება და მართლაც რომ ბეწვის ხიდზე გადის!!! ვინც მიცნობს, იცის ჩემი მონაცემები, თუ რა სუფთად მჩვევია მღერა, რა სიზუსტით, არ ვიქებ თავს, უბრალოდ რეალობას ვამბობ ვინც არ მიცნობს მათთვის მუდამ სალაპარაკო ბევრია, ამიტომ ორივე მხარის დარტყმას მიჩვეულიც ვარ. სამომავლოდ ჩემს სათქმელს ვიტყვი აუცილებლად იმ სიმღერით, რომელიც ხასიათსაც გამომამჟღავნებინებს და ტონალურად გამართული იქნება!!! მადლობა ყველას კიდევ ერთხელ მხარდაჭერისთვის და დაფასებისთვის“ - წერს გიორგი ნარმანია სოციალურ ქსელში.