"კაკაო, ჩემი ფულით იყიდე?!" - რეპერი Face-ის შეყვარებულმა, მილიონერმა ბლოგერმა, საკუთარი დედა სახლიდან გააგდო (ვიდეორგოლი)

16:44 12-11-2018
2055

YouTube-ის პოპულარურმა რუსმა ბლოგერმა და რეპერი ფეისის(Face) შეყვარებულმა, 19 წლის მარიანა რომ, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში, ვიდეოგრგოლი გამოაქვეყნა, სათაურით: პანიკური შემოტევები მაქვს.

კადრში, მარიანა აღიარებს, რომ ბოლო დროს, ჯანმრთელობათან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აწუხებს:

- ხელები მიკანკალებს, პანიკური შემოტევები მაქვს. ძირითადად, ახლობლების მიმართ ვარ აგრესიული. სერიოზული დეპრესია მაქვს. ადრე, ასე არ ვიყავი. ბლოგერობა, ფულის გამო დავიწყე, რომ ჩემი ოჯახი, ვალებისგან გამეთავისუფლებინა. მაგრამ ბოლო დროს, დედასთან ურთიერთობა დამეძაბა, ერთმანეთს ვეღარ ვუგებდით. დედა სახლიდან გავაგდე, რადგან საშინლად იქცეოდა. ორი მილიონი რუბლი, რომელიც სესხად ჰქონდა, გავუსტუმრე. სწორედ მე შევთავაზე, რომ ჩემთან და ჩემს მეგობარ მამაკაცთან, ფეისთან ერთად ეცხოვრა და მისი უზრუნველყოფა, მთლიანად ჩემს თავზე ავიღე და ეს ყველაფერი, მან არ დამიფასა- ამბონს მარიანა. 

რუსული ტელეარხის -Telegram-ის, გადაცემა «Пушка»-ს ავტორი, დაუკავშირდა მარიანას დედას, სვეტლანა როჟკოვას, რომელმაც საკუთარ ვერსიაზე ისაუბრა. 

მან განაცხადა, რომ სახლში უშლიდნენ ჭამას და გარდა ამისა, მისი ქალიშვილი, დიდი ხანია აღარ ეკონტაქტებოდა. 

ჩემმა ქალიშვილმა სახიდან გამომაგდო. სად წავიდე, არ ვიცი. დიდი ხანია, საჭმელი არ მიჭამია. ოჯახში, არავინ არ მეკონტაქტებოდა. მარიანა და ვანია(რეპერი ფეისი). ხშირად უკვეთავდნენ საკვებს. ერთხელ მარიანამ დამინახა, რომ კაკაოს ვსვამდი და დამიყვირა -საიდან იყიდე კაკაო, ვინ მოგცა შენ ამდენი უფლებები, ჩემი ნებართვის გარეშე, რატომ ხარჯავ ჩემს ფულს, როგორ გაბედე, რომ ჩემი ფულით, კაკაო  იყიდეო. 

ამ ეტაპზე აეროპორტში ვცხოვრობ - სრულიად უპატრონო და უსახლკარო. არც ერთი კაპიკი არ გამაჩნია. მარიანამ დამიყვირა: ჩაალაგე და გაეთრიე ჩემი სახლიდანო. 

მარიანას დედამ, ასევე აღიარა, რომ თვითმკვლელობასაც კი გეგმავდა და გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მეგობრისთვის გადაეცა წერილი, რომელსაც მარიანს გაუგზავნიდა.

შეგახსენებთ, რომ მარიანა რო - რუსული YouTube-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რუსი ბლოგერია და ის, რუსეთის ყველაზე მდიდარი ბლოგერების ათეულშია - 2017 წელს, მარიანამ 8,6 მილიონი რუსული რუბლი გამოიმუშავა. 

იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლები: 

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე