საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია ბატონის ციხის აღმოსავლეთ ნაწილში გაიმართება

10:58 12-12-2018
122

საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციისთვის საბოლოოდ შეირჩა ბატონის ციხის აღმოსავლეთ ნაწილი, ერეკლე მეფის სასახლის ეზო, - ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა განუცხადა. 

გურამ ურჩუხიშვილის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის ფიცს სასახლის ეზოში მდებარე ეკლესიის წინ დადებს.

„ინაუგურაციის საორგანიზაციო კომისიის წევრები იმყოფებოდნენ. მათ სურდათ, რომ კადრში მოხვედრილიყო სასახლე და კარის ეკლესია. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ინაუგურაცია ბატონის ციხის აღმოსავლეთ ნაწილში გაიმართება. ბატონის ციხე 3 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს“, - აღნიშნა გურამ ურჩუხიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  ინაუგურაციის მოსამზადებელი სამუშაოები 10 დეკემბერს დაიწყო.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი