პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, როცა საპრეზიდენტო კანდიდატის განხილვა მიმდინარეობდა, სალომე ზურაბიშვილზე არჩევანი იმიტომ გაკეთდა, რომ მას არ ახასიათებს პირადი შეხედულებებით ხელმძღვანელობა, როცა საქმე სახელმწიფო ინტერესებს ეხება.
"დარწმუნებული ვარ, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. სალომე ზურაბიშვილი პიროვნულად არაფერ შუაშია. პრეზიდენტის ინსტიტუტი სწორად უნდა ყალიბდებოდეს, მათ შორის საკადრო შემადგენლობის თვალსაზისით. კადრები შესაბამისი უნდა იყოს იმ ამოცანების, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტს ექნება. ძველი იქნება თუ ახალი, მნიშვნელობა არ აქვს."- განაცხადა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.
ირაკლი ვაჩიბერაძე