გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს თელავში აქციას აანონსებს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
“გაერთიანებულ ოპოზიციას უკვე რამდენჯერმე ჰქონდა საშუალება გამოეთქვა თავისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არ ჩატარებულა საპრეზიდენტო არჩევნები. საქართველოში ჩატარდა კრიმინალური დაჯგუფებების, მათთან შეზრდილი კორუმპირებულ ჩინოვნიკების ზედამხედველობის ქვეშ სპეცოპერაცია. იმისთვის, რომ ხელისუფლებას გაეგო ამომრჩეველთა აზრი, შევთავაზეთ პოლიტიკური პროცესის დაწყება, მაგრამ მათ სრული იგნორირება გაუკეთეს ამას. რადგან ხელისუფლებამ ყურად არ იღო საერთაშორისო დამკვირვებლების აზრი, ჩვენი შეთავაზებები, ამიტომ, 16 დეკემბერს ჩვენ ჩავატარებთ მშვიდობიან აქციას“,- განაცხადა ვაშაძემ.