"მთავარი აქცია თელავში გაიმართება" - ნიკა მელია ოპოზიციის დაანონსებულ აქციების დეტალებზე საუბრობს

13:11 12-12-2018
212
თეგები: ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობა" 16 დეკემბერს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგუირაციის პარალელურად, მათ მიერ ჩანიშნული აქციის დეტალებზე საუბრობს.

მელიას განმარტებით, მთავარი აქცია თელევაში გაიმართება, რომელიც კონსტრუქციულ ფორმებში იქნება.

"ეს არის საპროტესტო აქცია, სადაც კონსტიტუციური უფლებას გამოიყენებს აქციის ყველა მონაწილე. კონსტიტუციური პროტესტია და აუცილებლად გაიმართება  16 დეკემბერს თელავში. იმიტომ, რომ რაც იკადრა ამ ხელისუფლებამ, ქალბატონი ზურაბიშვილის სახელით ბიძინა ივანიშვილმა,  დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩატარებულ არჩევნებში ერთად აღებული არ ქონია ადგილი იმდენ დარღევას რამდენიც ერთ არჩევნებზე იკადრა ივანიშვილმა. მან სისხლიანი არჩევნები ჩატარა. ერთი ადამიანი შემოაკვდათ, ოთხი ადამიანი სასიკვდილოდ გვიცემეს და ერთი ადამიანი ახლაც ებრძვის სიკვდილს. აღარ ვსაუბრობ იმ  ასობით შეურაცხყოფილ და რეპრესიების ქვეშ მოყოლილ სხვადასხვა ადამიანებზე. ამ ყველაფერის შემდეგ  პროტესტი არ გამოვთქვათ და აქცია არ ჩავუტაროთ ადამიანებს, მაფიოზებს დ აკრიმინლებს, რომლებმაც მიიტაცეს საპრეზიდენტო სავარძელი?  აქცია ჩატარდება სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა სახით. ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე და ოლიგარქი კრიმინალი ივანიშვილის დამარცხებამდე. ყველა ძალიან კარგად ხედავს ვის აქვს მართვის სადავეები ჩაგდებული, რომელმაც ჩათვალა, რომ წაგებით ფულს ვეღარ მოიპარდა და ამ ყველაფრის შენარჩუნებისთვის წავიდა ყველაფერზე,  ადმიანების უკიდურეს დამცირებასა და მკვლელობაზეც კი.  წარმოიდგინეთ ჩვენს ადგილზე ოპოზიციაში, რომ იყოს, რას იკადრებდა ოპოზოციაში მყოფი „ქართული ოცნება“ და შესაძებელია, მართალიც იქნებოდა.  ქვეყანაში კანონის დარღევის გამო არავინ ისჯება, ძალადობის გამო არავინ ისჯებდა, ეს მოცემულობა გვაქვს და ამ ყველაფერს ვებრძვით და არა მხოლოდ გაყალბებას და მალე ნახავს საზოგადოება, როგორ გაყალბდა არჩევნები“,–განაცხადა ნიკა მელიამ. 

16 დეკემბერს თელავში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ჩატარდება.

 

 

ირაკლი ვაჩიბერაძე