თელავის გალავანს ბევრი რამ ახსოვს ყიზილბაშებიდან, ლეკებიდან დაწყებული და „ნაციონალების“ აქციასაც გადაიტანს - ნუკრი ქანთარია

13:22 12-12-2018
274

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია ფიქრობს, რომ თელავის გალავანს ბევრი რამ ახსოვს, ყიზილბაშებიდან, ლეკებიდან დაწყებული და „ნაციონალების“ აქციასაც გადაიტანს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს  განუცხადა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 16 დეკემბერს თელავში დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.

სხვაობა ორი პროცენტი რომ იყოს, დავფიქრდებოდი, მაგრამ არც ხუთია, არც ათია, ოცამდეა. თელავის გალავანს ბევრი რამ ახსოვს  ყიზილბაშებიდან, ლეკებიდან დაწყებული და „ნაციონალების“ აქციასაც გადაიტანს. თუ კონსტიტუციური ჩარჩოდან გავლენ, ადგილები მზად არის, მაგრამ სააკაშვილის მოწოდებებს არ იზიარებენ. თუ კონსტიტუციიდან გავლენ, ნებისმიერი ადამიანი პასუხს მიიღებს. აქციები ტრამპის ინაუგურაციასაც ახლდა”, – განაცხადა ქანთარიამ.

16 დეკემბერს თელავში არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციიის პარალელურად, გაერთიანებული ოპოზიცია თელავში აქციას გამართავს.

 

ირაკლი ვაჩიბერაძე