"სააპელაციო სასამართლოც მოვუგეთ რამიშვილს..." - თათია სამხარაძე

13:49 12-12-2018
553

ტელეკომპანია იმედის ყოფილი თანამშრომელი, თათია სამხარაძე, რომელიც მის ყოფილ ხელმძღვანელს, შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა აცხადებს, რომ მას საქმე სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო.

ამის შესახებ სამხარაძემ ფეისბუქზე დაწერა.

როგორც პრაიმტაიმს სააპელაციო სასამართლოში განუცხადეს, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შალვა რამიშვილის საჩივარი და უცვლელი დატოვა  პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.

საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილებით, შალვა რამიშვილს სამხარაძისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000 ლარიანი ჯარიმა ჰქონდა დაკისრებული, რომელიც რამიშვილმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.