ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების, შესაძლო გათავისუფლებას ეხმაურება.
მამუკა მდინარაძის თქმით, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია და ოპოზიციამ ნაადრევი განცხადებებისგან თავი შეიკავოს.
„ჯობია არგუმენტების გახმოვანება, რომელიც პირიდაპირ გეტყვით, როგორც ერთის მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან ნამდვილად ბევრია და მყარია. ჩვენ გუნდის შიგნით ამ გადაწყვეტილებაზე არ შევჯერებულვართ, კომიტეტის სხდომაც არ ჩავატარეთ ამ არგუმენტის გამო, რომ არ გვქონია გადაწყვტილება საბოლოო. კომიტეტი მერე ჩატარდება, როცა გუნდი შეჯერდება, გაგრძელდება არგუმენტების გაცვლა, ამიტომ შეურაცხყოფებებს ჯობია არგუმენტები განცვალოთ, ჩვენ გვაქვს საჯარო სამსახურის შესახებ ძალიან კარგი კანონი, აქედან გამომდინარე ამ პრონციპების წინააღმდეგ არანაირი გადაწყვეტილება იქნება და უახლოეს მომავალში სწორ, რაციონალურ გადაწყვეტილბას მივიღებთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ირაკლი ვაჩიბერაძე