მართლა უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა ყველას თქვენ - ირმა ინაშვილი ნიკა მელიას

15:00 12-12-2018
4958

ერთხელ ჩხუბი ჯობია მე მგონი და მართლა უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა ყველას თქვენ, ეს მართლა კრიმინალები ესენი, - ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა ირმა ინაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება ინაშვილის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რომელსაც მელია საუბარს სხვადასხვა რეპლიკით აწყვეტინებდა.

„მე შეგნებულად არ ვერევი და ვერთვები ამ დისკუსიაში. დამშვიდდით და მიხედეთ თქვენ თავს, თქვენ და სააკაშვილიც ერთი და იგივე ხართ. დრო მოვა, ყველა გასამართლდებით. თუ ვერ მშვიდდებით შეგიძლიათ იმკურნალოთ, წყალი დალიოთ, ჰაერზე გახვიდეთ. თქვენთან არ ვაპირებ მე არავითარ დისკუსიაში შემოსვლას. იმიტომ არ ვერევი ამ დისკუსიაში რომ ამ შემთხვევაში პრეტენზია მაქვს „ქართულ ოცნებასთან“. ხმა ჩაიკმინდე ახლა, გაჩუმდი და იჯექი მშვიდად. ჯერ ისედაც კვარტალში ერთხელ ჩნდები პარლამენტში, წყნარად იჯექი მანდ“, - განაცხადა ინაშვილმა.