" Fashion Awards"-მა დემნა გვასალია "წლის საუკეთესო აქსესუარების" დიზაინერად დაასახელა (ვიდეორგოლი)

15:24 12-12-2018
1593

მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა, Balenciaga-ს შემოქმედებითმა დირექტორმა და VETEMENTS-ის მთავარმა დიზაინერმა, დემნა გვასალიამ, ლონდონში როიალ ალბერტ-ჰოლში გამართულ, მოდის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, წლის საუკეთესო აქსესუარების კატეგორიაში, უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა.

დაჯილდოებაზე, სულ 15 ნომინაციის გამარჯვებული გამოვლინდა. ნომინაციაზე, წარდგენილი იყვნენ გუჩის, პრადას, დიორის და ლუევეს შემოქმედებითი ხელმძღვანელები. ღონისძიებას, სასექსის ჰერცოგინია, მეგან მარკლიც დაესწრო. სწორედ, მან გამოავლინა, წლის საუკეთესო ბრიტანელი დიზაინერი, რომელიც პრინცი ჰარის მეუღლის, საქორწილო კაბის ავტორია.

ბრიტანეთის მოდის საბჭომ, Fashion Awards-ის გამარჯვებულები, 10 დეკემბერს გამოავლინა. მართლაც რთული კატეგორია იყო - დემნასთან ერთად, იტალიური მოდის, 3 წამყვანი შემოქმედებითი ხელმძღვანელი იყო ნომინირებული: მიუჩია პრადა (პრადა), მარია გრაცია ქიური (დიორი) და ალესანდრო მიკელე (გუჩი). 

სამწუხაროდ დემნამ ვერ მოახერხა ლონდონში ჩაფრენა და ჯილდოს მისაღებად, კარინ როიტფელდი გაგზავნა, თავისი სახელით. კარინი, ფრანგულის ვოგის ყოფილი მთავარი რედაქტორი, ჰარპერს ბაზარის საერთაშორისო რედაქტორი, CR Fashion Book-ის დამფუძნებელი და შანელის მთავარი სტილისტი, კარლ ლაგერფელდის კოლაბორატია. ის ცნობილია, როგორც ფრანგულ მოდაში ყველაზე  გავლენიანი ქალი.

დაჯილდოებაზე წლის ბრენდი „გუჩი“ გახდა, წლის დიზაინერი - პიერპაოლო პიჩოლი (ვალენტინო), წლის მოდელი - კაია გერბერი. 

რამდენიმე დღის წინ კი, ქართველმა დიზაინერმა, დემნა გვასალიამ, სოციალურ ქსელში,VETEMENTS-ის ახალი კოლექციის ჩვენება, მავთულხლართების ფოტოთი დააანონსა: 

გაზაფხული-ზაფხულის 2019 წლის კოლექციის ნახვა IGTV-ზეა შესაძლებელი - ვკითხულობთ პოსტის სათაურში. 

აფხაზეთიდან დევნილმა, დემნა გვასალიამ, ტანსაცმლის ბრენდი ძმასთან, გურამთან ერთად შექმნა. 

ქართველი დიზაინერი, საკუთარ კოლექციებში, ხშირად იყენებს ოკუპაციისა და 1990-იანი წლების საქართველოს თემატიკას.  

იხ. ფოტოლოლაჟი და ვიდეორგოლები:

 



ავტორი: რუსა ღვანიძე