"ნიკა მელიას ფუნქცია კვარტალში ერთხელ კონცერტების მოწყობაა"- არჩილ თალაკვაძე

19:45 12-12-2018
157

მისი ფუნქცია კვარტალში ერთხელ კონცერტების მოწყობაა,-ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე პარლამენტში მომხდარ ინციდენტს.

რგოორც თალაკვაძემ განაცხადა, პარლამენტში საქმიან გარემოს შეინარჩუნებენ.

„ეს ერთგვარი კომპენსაციაა იმ უამრავი გაცდენის, რაც მას აქვს. სამწუხაროა, რომ რამდენიმე კოლეგის გვარიც არ იცოდა მაშინ, როცა ორი წელია, დეპუტატია. ეს იმის გამო ხდება, რომ სამუშაო პროცესში არ მონაწილეობს და პარლამენტში მისი ფუნქცია კვარტალში ერთხელ კონცერტების მოწყობაა. პარლამენტში საქმიან გარემოს შევინარჩუნებთ და მომავალში საქმიანი პოზიციების შეჯერება მოხდება იმ ინიციატივებზე, რომელიც საზოგადოებას სჭირდება. ამ პროცესში ნიკა მელიას მსგავსი პოლიტიკოსებისთვის ცოტა ადგილი რჩება”, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში დღეს ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, ირმა ინაშვილი დაუპირისპირდნენ.