"იმედს გამოვთქვამ, რომ ქალი პრეზიდენტის, ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია მშვიდობიანად ჩაივლის" - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.
„გამოხატვის თავისუფლება, რა თქმა უნდა, ყველას აქვს, თუმცა პრეზიდენტის ინაუგურაცია არ არის უბრალო მოვლენა, ეს ყოველდღე არ ხდება. ამიტომ დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ ქალი პრეზიდენტის, ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩაივლის მშვიდობიანად და ისეთ გარემოში, როგორც ეს ჩვენს ქვეყანას ეკადრება“, – ამბობს წულუკიანი.
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება. პარალელურ რეჟიმში გაერთიანებული ოპოზიცია აქციის ჩატარებას გეგმავს.