”პატიოსნად მოვდივარ, ვზივარ...ცხოვრების შვიდნახევარი დღე დავკარგე უმრავლესობის ლოდინში”-რომან გოცირიძე

22:42 12-12-2018
357

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, უმრავლესობა უპასუხისმგებლოდ ეპყრობა ისეთ დოკუმენტს, რომელსაც 2019 წლის ბიუჯეტი ჰქვია.

გოცირიძის თმით, ეს პირველი შემთხვევა არაა და უმრავლესობა უპასუხისმგებლოდ ექცვა უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს. 

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უმრავლესობა უპასუხისმგებლოდ ეკიდება საქმეს. კენჭი ვერ უყარეს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს, რომელსაც 2019 წლის ბიუჯეტი ჰქვია, მაგრამ ესეც არ არის მთავარი. წელიწადში იმართება 45 პლენარული სხდომა. ორი წელი გავიდა და საუბარია 90 პლენარულ სხდომაზე. არ მახსოვს ერთი შემთხვევაც კი, რომ 12:00 საათზე დაწყებულიყო პარლამენტის პლენარული სხდომა. პატიოსნად მოვდივარ, ვზივარ 12–დან 2 საათამდე და სულ მცირე ორი საათის დაგვიანებით იწყება სხდომა. ეს გამოდის 180 საათი წელიწადში. ამდენი საათი ვიცდი დარბაზში ამათი მომლოდინე, ვიდრე მაჟორიტარები, უსაქმური დეპუტატები გამოცხადდებიან და მოახერხებენ კვორუმის შექმნას. ჩემი ცხოვრების შვიდნახევარი დღე დავკარგე ამ დარბაზში უმრავლესობის ლოდინში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

როგორც იცით, პარლამენტში კვორუმის არარსებობის გამო, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე დღეს კენჭისყრა ვერ ჩატარდა.