პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის თქმით, ახალი რეგლამენტის მიხედვით დეპუტატების პლენარული სესიის გაცდენის გამო, გარკვეული მკაცრი ზომები იქნება გადადგმული.
აკაკი ზოიძისთვის, აუცილებელია დეპუტატები კანონშემოქმედებითი საქმიანობით იყვნენ დაკავებულები:
ძალიან დასანანი ფაქტი მოხდა გუშინ. მე არ ვიცი პარლამენტის წევრს ამაზე მეტი რა პასუხისმგებლობა აქვს, რასაც ჰქვია ბიუჯეტის პროექტის მიღება. ახალი რეგლამენტით უკვე შესაძლებელი იქნება, რომ გარკვეული ზომები მივიღოთ ასეთი ტიპის გაცდენებზე. ჩვენ ამ პარლამენტში დეპუტატები გვყავს, რომლებიც მხოლოდ გახსნის დღეს ვნახეთ. არსებული რეგლამენტის მიხედვით, მათ შეუძლიათ, რომ ოჯახური მდგომარეობა მოიმიზეზონ და შეუძლიათ გაცდენა,- განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ.
პარლამენტმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი გუშინ კვორუმის არარსებობის გამო ვერ მიიღო. მომდევნო წლის ბიუჯეტი 13 მილიარდ 90 მილიონს შეადგენს.
ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე