2019 წლის ბიუჯეტის პროექტს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აფასებს.
ზოიძის განმარტებით, 2019 წლის ბიუჯეტი, მოსახლეობის სიღარიბის აღმოფხვრისთვის გადადგმული ნაბიჯია.
"ეს არის სიღარიბის აღმოფხვრისათვის გადადგმული ბიუჯეტი. ყველაზე დიდი პრობლემა ამ ქვეყანაში არის განსხვავება მდიდრებსა და ღარიბებს შორის. ძალიან დიდი განსხვავებაა იმ ადამიანებს შორის ვისაც აქვს საშუალება და ვისაც არა. ეს ბიუჯეტი არის ძალიან დამაბალანსებელი, რადგან არის საშუალება, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დასაქმდეს და მათ არ შეუწყდეთ სოციალური დახმარება. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სოციალური პროგრამები. ერთ-ერთ საუკეთესო ბიუჯეტია, რომელიც მოსახლეობაზე იქნება ორიენტირებული,"- განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ.
2019 წლის ბიუჯეტი 13 მილიარდ 90 მილიონი ლარი იქნება.
ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე