ნინო ლომჯარია: არის მცდელობა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის გვერდის ავლით მოხდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადამიანების დასაქმება და თანამშრომლების გათავისუფლება

12:24 12-13-2018
73

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან დაკავშირებული ინიციატივა მცდელობაა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის გვერდის ავლით მოხდეს ადამიანების დასაქმება და თანამშრომლების გათავისუფლება.

მისი თქმით, ეს არაკონსტიტუციურია და ახალი კანონის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.

„მიგვაჩნია, რომ ეს ნამდვილად კონსტიტუციის საწინააღმდეგო და საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის სულისკვეთების საწინააღმდეგოდ ინიცირებული კანონპროექტია. საჯარო სამსახურის რეფორმა განხორციელდა და მიღებულ იქნა ახალი კანონი იმის გამო, რომ სწორედ პოლიტიკურ ცვლილებებს და პოლიტიკური თანამდებობის პირების ცვლილებებს არ მოჰყოლოდა პროფესიული საჯარო მოხელეების ცვლილება საჯარო სამსახურში.

ჩემი აზრით, აღნიშნული ცვლილება არის მცდელობა იმისა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის გვერდის ავლით მოხდეს ადამიანების დასაქმება და თანამშრომლების გათავისუფლება, რაც არის არაკონსტიტუციური“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კანონპროექტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროფესიული საჯარო მოხელეები ჩაითვლებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად.

ავტორი: