ირმა ძალიან სწორად მოიქცა - ემზარ კვიციანი

13:43 12-13-2018
150

ბათუმში, იუსტიციის სახლთან "პატრიოტთა ალიანსის" მიერ გამართულ აქციაზე ემზარ კვიციანიც იმყოფებოდა. მან გუშინ პარლამენტში მომხდარ იმციდენტზეც გააკეთა კომენტარი. 

"ეს პარლამენტია და ასე არ უნდა ვიქცეოდეთ, როგორც გუშინ, მაგრამ ამ ყველაფრის ბრალია ის, რომ პარლამენტში სხედან ნაციონალები, ხალხი რომელიც აწამებდა და აუპატიურებდა ხალხს, ამ ხალხთან ერთად გვიწევს ჯდომა, ეს კოჰაბიტაციის ბრალია, ირმა ძალიან სწორად მოიქცა, არ აძლევდნენ თავხედურად განცხადების გაკეთების საშუალებას, არავის არავისთვის ხელი არ დაურტყამს, იყო ჯიკავი, ეს არც პირველი ყოფილა საქართველოში და არც ბოლო იქნება, არ არის ლამაზი ეს ქცევა, მაგრამ სწორია საქართველოში ნაციონალი დეპუტატები. პარლამენტმა უნდა განიხილოს ჩვენი რეზოლუცია ნაციონალების გასამართლებაზე და ყველაფერი განოსწორდება

თქვენ ჟურნალისტები და განსაკუთრებით მოღალატე რუსთავი ორი აცოცხლებთ ნაციონალების სექტას, რომელიც თავს მოგვახვია უცხოეთის სპეცსამსახურებმა. 

ერისა და ქვეყნის წინაშეა მოღალატე რუსთავი ორი და ნიკა გვარამია", - აცხადებს ემზარ კვიციანი.