ასეთი შეურაცხყოფა არ მოსვლია თავში არც შევარდნაძეს, არც სააკაშვილს, არც მე - გიორგი მარგველაშვილი

13:59 12-13-2018
4620

ვინც ამდენი წლის განმავლობაში ემსახურნენ და ვისაც ჩვენგან მადლობა ეკუთვნით, უცებ ამ ადამიანების მიმართ გამოდის დამსჯელობითი, ინკვიზიციური აქტი, რომ თურმე თქვენ არ ხართ საჯარო მოხელეებიო

ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „საჯარო სამსახურის კანონში“ შესატანი ცვლილებების პროექტის შესახებ განაცხადა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ეხება. 

"პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობენ ადამიანები, ვინც დაიწყეს მუშაობა გამსახურდიას დროს და ასეთი ადამიანები საამაყო არიან. პრეზიდენტები იცვლებოდნენ და ეს ხალხი არ იცვლებოდა. ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო უწყებაა ყველა მიმართულებით. ვინც ამდენი წლის განმავლობაში ემსახურნენ და ვისაც ჩვენგან მადლობა ეკუთვნით, უცებ ამ ადამიანების მიმართ გამოდის დამსჯელობითი, ინკვიზიციური აქტი, რომ თურმე თქვენ არ ხართ საჯარო მოხელეებიო. წლები ემსახურები საქართველოს და უცებ გეუბნებიან, რომ ჩვენი ინკვიზიციური მენტალობით აღარ ხართ საჯარო სამსახურში. ასეთი შეურაცხყოფა არ მოსვლია თავში არც შევარდნაძეს, არც სააკაშვილს, არც მე, რადგან ბუნებრივია მადლობლები უნდა ვიყოთ ამ ხალხის. ძნელია ამ ადამიანებისთვის ამის ახსნა, მაგრამ ეს შეურაცხყოფელია სახელმწიფოსთვის. ეს არც ერთ პოლიტიკურ თეორიასთან კავშირში არ არის“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

"საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, ადმინისტრაციის ყველა თანამშრომლის ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებაზე გადაყვანას ითვალისწინებს.