საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თვლის, რომ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთი ჭკვიანი ლიდერია და მასთან მუშაობა მოსწონდა.
ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა, კავკასიის უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ამის თაობაზე, მე თავიდანვე ვსაუბრობდი, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი წავიდა თანამდებობიდან, რომ ადეკვატური იქნებოდა პარტიის ლიდერი და ადამიანი, რომელიც მიაჩნიათ ერთმნიშვნელოვნად ლიდერად, უნდა დაბრუნდეს და აიღოს პასუხისმგებლობა. კარგი იქნება თუ ივანიშვილი დაბრუნდება, ამით როგორც ერთ სიმღერაშია - „დამთავრდება უხერხული ღიმილი“. გარდა ამ ყველაფრისა, მე მიმაჩნია, რომ ივანიშვილი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ლიდერია და მასთან მუშაობა ნამდვილად მომწონდა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.