პრეზიდენტის სიმღერა უხერხულ ღიმილზე - რატომ უნდა დაიკავოს ივანიშვილმა პრემიერის თანამდებობა

14:46 12-13-2018
186

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება თუ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნდება.

არის თუ არა მართებული ბიძინა ივანიშვილის პრემიერის თანამდებობაზე დაბრუნება - გიორგი მარგველაშვილმა კავკასიის უნივერსიტეტი სტუდენტებს ამ კითხვას სიმღერით გავაქროთ უხერხული ღიმილი უპასუხა. 

ამის თაობაზე, მე თავიდანვე ვსაუბრობდი, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი წავიდა თანამდებობიდან, რომ ადეკვატური იქნებოდა პარტიის ლიდერი და ადამიანი, რომელიც მიაჩნიათ ერთმნიშვნელოვნად ლიდერად, უნდა დაბრუნდეს და აიღოს პასუხისმგებლობა. რაც ახლა ხდება და რაც კითხვის ნიშანს ბადებს სახელმწიფოებრიობის მიმართ, გახდებოდა გასაგები. ჩემთან ჩვენს პარტნიორებს არაერთხელ დაუსვამთ კითხვა თუ რა სახელმწიფო მოწყობა გვაქვს. იციან საპრეზიდენტო რესპუბლიკები, მონარქიები და ა.შ. თუმცა ეს მოწყობა არც ერთ სახელმწიფო სისტემაში არ არის აღწერილი. ეს კითხვის ნიშანს აჩენს საქართველოს მიმართ. ჯერ ასეთი სახელი ამ სისტემისთვის არ არის მოგონილი. კარგი იქნება თუ ივანიშვილი დაბრუნდება, ამით როგორც ერთ სიმღერაშია - „დამთავრდება უხერხული ღიმილი“. გარდა ამ ყველაფრისა, მე მიმაჩნია, რომ ივანიშვილი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ლიდერია და მასთან მუშაობა ნამდვილად მომწონდა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.